მნიშვნელოვანი ინფორმაცია მართვის მოწმობებთან დაკავშირებით
1773217379
ირანის უმაღლესი ერთობლივი სამხედრო სარდლობის – ხათამ ალ-ანბიის შტაბის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ირანი შესაძლოა რეგიონში ისრაელისა და აშშ-ის ბანკებს დაესხას თავს.
ირანის სახელმწიფო სააგენტო IRNA იუწყება, რომ წარმომადგენელმა იბრაჰიმ ზოლფაღარიმ განაცხადა:
„მტერმა ირანს მისცა თავისუფლება, სამიზნედ ამოიღოს ეკონომიკური ცენტრები და ბანკები, რომლებიც აშშ-სა და ისრაელს ეკუთვნის“.
ამასთან, ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეირანში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული „სეფაჰ ბანკის“ შენობა დაბომბეს.