წყალი 26 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები
1773256066
„დიდი შვიდეულის“ ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის საფუძველი არ არის, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
„ეს სიტუაცია არანაირად არ ამართლებს რუსეთის წინააღმდეგ არსებული სანქციების მოხსნას, რომლებიც ძალაში უნდა დარჩეს. რა თქმა უნდა, ამ სიტუაციამ არ უნდა შეამციროს ჩვენი ყურადღება უკრაინის მიმართ, ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისთვის და სიცხადე, რაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით გვაქვს“, – განაცხადა მაკრონმა.
მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე გადაწყდა, რომ საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოსა და მისი დაახლოებით ოცდაათი წევრი ქვეყნის ფარგლებში, გამოიყოს 400 მილიონამდე ბარელი.
„ეს მაქსიმალური ოდენობაა. ამას ეტაპობრივად გავაკეთებთ, ბაზრის განვითარებიდან გამომდინარე, ჩვენს მთავარ პარტნიორებთან კოორდინაციით“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, დონალდ ტრამპმა უნდა განმარტოს, რა მიზნები აქვს ირანთან კონფლიქტისას და როდის აპირებს მათ მიღწევას.
„ირანის სარაკეტო და სამხედრო შესაძლებლობებს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, თუმცა ირანი კვლავ განაგრძობს რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე თავდასხმებს. ამიტომ სწორედ ამერიკის პრეზიდენტს მოუწევს განმარტოს, რა საბოლოო მიზნები აქვს ამ კონფლიქტში და რა სისწრაფით აპირებს მათ მიღწევას“, – განაცხადა მაკრონმა.
12 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
1773256870
კარგი სიახლე მეტროს მგზავრებისთვის
1773254159