„თუ ამ პერიოდში თეთრ მტრედს დაინახავთ, ელოდეთ ქორწილს“ - წინასწარმეტყველი ანასტასია

მტრედი

სოციალური ქსელში დარეგისტრირებული გვერდი, სახელწოდებით „წინასწარმეტყველი ანასტასია“, რომელიც ასტროლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციას ხშირად ავრცელებს, მორიგ პოსტს აქვეყნებს:

„11 მარტიდან  8 აპრილამდე იწყება პერიოდი როდესაც სამყარო გვიგზავნის ერთგვარ მინიშნებებს,
რომელსაც ხშირად არ ვაქცევთ ყურადღებას. 
1. თუ თქვენ ამ პერიოდში დაინახავთ თეთრ მტრედს, ელოდეთ ქორწილს ან სასიყვარულო ურთიერთობის იდილიას. 
2. თუ გზაზე დაინახავთ შავ კატას, ჩათვალეთ, რომ თქვენი ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება და შეიძლება ყველაზე  თამამ ოცნებებსაც გადააჭარბოს.

3. თუ ქუჩაში საკმაოდ დიდი ძაღლი დაგიყეფთ ან თქვენს მანქანას გამოეკიდება. ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ მალე ახალი სახლის ან სხვა უძრავ-მოძრავი ქონების მეპატრონე გახდებით.

4. თუ რაღაცისდა გამო თქვენი გზა გადაიდო-გილოცავთ, ე.ი რაღაც ძალიან დიდ ხიფათს გადარჩით.

5. თუ სამსახურში უმიზეზოდ კამათი და უსიამოვნება მოგიხდათ, ეს იქნება ნიშანი რომ ძალიან მალე გაცილებით უკეთესს სამსახურს შემოგთავაზებენ.

ამ დღეებში სამყარო კიდევ ძალიან ბევრ მინიშნებას გამოგიგზავნით და ბუნებრივია აქ ყველაფერს ვერ ჩამოვწერ. წარმატებებს გისურვებთ ჩემო კარგებო“.