წყალი 26 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები
1773256066
1822 წელს შოტლანდიის მაცხოვრებელმა, ვინმე გრეგორ მაკრეგორმა განაცხადა, რომ ჰონდურასის ტერიტორიაზე მდებარე ქვეყნის - პოიასის პრინცია. მისი მონაყოლიდან გამომდინარე ირკვეოდა, რომ პოაისი ზღაპრული, ბუნებრივი რესურსებით მდიდარი მხარეა, რომელსაც ინვესტორები და მოსახლეობა სჭირდება.
იმ პერიოდში შოტლანდიაში პოპულარული იყო ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ინვესტიციების დაბანდება, თანაც, შოტლანდიას საკუთარი კოლონია არ ჰქონდა, ამიტომ პოიასი შოტლანდიელებისთვის მიმზიდველი იდეა აღმოჩნდა.
სინამდვილეში, პოიასი გრეგორ მაკგრეგორის ფანტაზიის ნაყოფი იყო, თუმცა, გრეგორი იმდენად პროფესიონალურად მოქმედებდა, რომ მის მონაყოლში ეჭვი არავის ეპარებოდა.
ფსიქოლოგების განმარტებით, თაღლითები ადამიანის მოსატყუებლად ორ ფსიქოლოგიურ ხერხს მიმართავენ : ალფა ტაქტიკას და ომეგა ტაქტიკას.
პირველი ხერხის მიზანია იდეის, პროდუქციის ან სხვა საგნის მიმზიდველობის გაზრდა. თაღლითი გთავაზობთ საინტერესო წინადადებას, ჰყვება რატომ არის ის უნიკალური, რატომ ხართ იდეალური კანდიდატი მის განსახორციელებლად, რა სარგებელს მოიტანს და აშ.
მეორე ხერხის გამოყენების დროს კი, თაღლითი გარწმუნებთ, რომ ბევრ შეცდომას აიცილებთ ცხოვრებაში, თუ ამ იდეას განახორციელებთ.
ფსიქოლოგების ცნობით, ორივე ტაქტიკის ერთდროულად გამოყენებით, თაღლითი იდეა ადამიანისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი ხდება.
სწორედ ამ ხერხს მიმართა შოტლანდიელმა თაღლითმა გრეგორ მაკრეგორმა, რომელმაც თავისი იდეის პროპაგანდის დროს, რამდენიმე გავლენიან გამოცემას მისცა ინტერვიუ. ის ჰყვებოდა, რომ პოიასის პროექტში ფულის დაბანდება ან იქ გადასახლება მხოლოდ ჭკვიან და ძლიერ ადამიანს თუ შეუძლია. განაგრძეთ კითხვა...