1730457694
IPSOS-ის ახალი გამოკითხვით, არჩევნებში ისევ კამალა ჰარისი იმარჯვებს, თუმცა მისი რეიტინგი 3%-ით შემცირდა
IPSOS-ის ახალი გამოკითხვით, არჩევნებში ისევ კამალა ჰარისი იმარჯვებს, თუმცა მისი რეიტინგი 3%-ით შემცირდა. ჰარისს 46%, ტრამპს კი 43% აქვს.
Reuters-ის ცნობით, გამოკითხვა ონლაინ ჩატარდა და მასში მონაწილეობა 1 2000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. 4-დღიანმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპონდენტებმა ეკონომიკა მთავარ პრობლემად დაასახელეს. მათმა 44%-მა თქვა, რომ საყოფაცხოვრებო ხარჯები და გადასახადები მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ამ კუთხით კი ტრამპს უკეთესი პოლიტიკა აქვს.