ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი შეცდომით მოკლეს! - გახსნილია 2003 წლის მკვლელობის საქმე
1771705778
ცნობილმა შეფმა გორდონ რამზიმ პირველად გამოაჩინა თავისი £7.5 მილიონიანი ლონდონის სახლი და ეს ყველაფერი Netflix-ის ახალი დოკუმენტური სერიალის, Being Gordon Ramsay-ის დამსახურებაა. პირველი სერია სტრიმინგ პლატფორმაზე 18 თებერვალს გამოვიდა და სიუჟეტის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მის სახლს ეთმობა.
რამზიმ და მისი მეუღლემ ტანამ ეს უძრავი ქონება 2002 წელს £2.8 მილიონად შეიძინეს, მაგრამ ბოლო წლებში მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ჩაატარეს. ამ ყველაფერს 4 წელი და საკმაოდ დიდი ფინანსები დასჭირდა.
პირველივე ეპიზოდში რამზი ამბობს, რომ ბავშვობიდან მოყოლებული მამასთან რთული ურთიერთობა ჰქონდა და პროფესიულ წარმატებას გარკვეულწილად ტრავმებსაც მიაწერს. შეიძლება ითქვას, რომ სტარტი საკმაოდ გულახდილი გამოვიდა და ექსპერტები ამ ყველაფერს ფინანსურ მოგებასთან აკავშირებენ.


