განახლებული ინფორმაცია მათთვის, ვინც, სამებაში, პატრიარქის სამძიმარზე მისვლას აპირებს
1774037093
რუსი მომღერალი და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერი იულია ჩიჩერინა 74 წლის უკრაინელ მომღერალს, სოფია როტარუს თავს ესხმის და მოითხოვს, რუსულ ესტრადას ჩამოაშორონ.
ჩეჩერინა ამბობს, რომ თუ ის ლუგანსკისა და დონეცკის აღიარების გამო, უკრაინაში სრულად დაბლოკილია, მაშინ სოფია როტარუს არ უნდა ჰქონდეს უფლება, გამოდიოდეს რუსულ კორპორატიულ საღამოებზე.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„აი, სოფია როტარუ უკრაინის სახალხო არტისტია, ახლა ყველა უკრაინელი გმირი თხრილში უნდა ეყაროს, ხომ სტკივათ საკუთარი ქვეყნის ბედი? როგორ, როტარუმ ჩვენს საახალწლო წვეულებაზე იბრდღვიალოს? გამოვათრიოთ სახლიდან და ჩავაგდოთ თხრილში?“, - ამბობს იულია ჩიჩერინა.