FBI-ს დირექტორმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მისი რუსეთში ვიზიტის შესახებ

კეშ პატელი

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორმა, კეშ პატელმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მისი რუსეთში ვიზიტის შესახებ.

მან აღნიშნა, რომ MS NOW-ს „წყაროებს“ რეალობასთან არანაირი შეხება არ აქვთ და რეალურად ის სულ სხვა ადგილას იმყოფება.

პატელის განმარტებით, რუსეთში ვიზიტის ნაცვლად, ის Liberty University-ში იმყოფება, სადაც სამართალდამცავი უწყებების მხარდაჭერისა და პატივისცემისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობს.

✕