„ცაზე მეტეორული წვიმა გამოჩნდება...“ - დეტალები წლის ერთ-ერთი გამორჩეული ასტრონომიული მოვლენის შესახებ

მეტეორი

2 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე ღამის ცაზე ორიონიდების მეტეორული წვიმით გამოწვეული ნათელი ზოლების დანახვა იქნება შესაძლებელი. მოვლენა პიკს 21 ოქტომბერს მიაღწევს, თუმცა მეტეორებზე დაკვირვება ამ თარიღის წინა და მომდევნო დღეებშიც იქნება შესაძლებელი.

ორიონიდებზე დაკვირვება, სხვა მეტეორული წვიმების მსგავსად, საკმაოდ მარტივია. ამისთვის საჭიროა ღია სივრცეში გასვლა, სასურველია ისეთ ადგილას, სადაც ხელოვნური განათება მინიმალურია. შემდეგ საკმარისია ცას დააკვირდეთ, თვალები სიბნელეს შეაჩვიოთ და მეტეორების გამოჩენას დაელოდოთ.

თუმცა წელს მეტეორებზე დაკვირვება ჩვეულებრივზე რთული შეიძლება აღმოჩნდეს. 21 ოქტომბერს, მეტეორული წვიმის პიკის დროს, მთვარე თითქმის სავსე ფაზაში იქნება. შესაბამისად, მთვარის ძლიერი ნათება შედარებით მკრთალი მეტეორების დანახვას გაართულებს.

ორიონიდები ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ მეტეორულ წვიმად მიიჩნევა. მისი მაღალი აქტივობის პერიოდი დაახლოებით ერთ კვირას გრძელდება, რაც დაკვირვების მსურველებს ხელსაყრელ შესაძლებლობას აძლევს.

✕