14000 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება - გადაამოწმეთ მისამართები
1792003766
Victoria’s Secret-ის გრანდიოზული შოუს დაწყებამდე სულ რამდენიმე დღე რჩება.
ქართველი მაყურებელი ამ სანახაობას განსაკუთრებული ინტერესით ელოდება, რადგან ბოლო წლებში Victoria’s Secret-ის ჩვენებებში ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც მონაწილეობდა.
მსოფლიოში ცნობილმა სუპერმოდელმა იმან ჰამამმა სოციალურ ქსელ Instagram-ზე რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა, რომელთა შორის მატილდა გვარლიანის ფოტოც აღმოჩნდა.
შესაძლოა, ეს ერთგვარი მინიშნება იყოს იმაზე, რომ ქართველი მოდელი წლევანდელ ჩვენებაშიც მიიღებს მონაწილეობას, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.
აღსანიშნავია, რომ ჰამამის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე სხვა ცნობილი მოდელებიც არიან წარმოდგენილი.
Victoria’s Secret-ის ჩვენების პირდაპირი ტრანსლაცია ბრენდის ოფიციალურ YouTube-არხზე, ასევე Instagram-სა და TikTok-ზე იქნება ხელმისაწვდომი.


