ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა კოსოვოს ევროპის საბჭოში გაწევრიანებას

ევროპის საბჭო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა კოსოვოს ევროპის საბჭოში გაწევრიანებას. კოსოვოს ევროპის საბჭოში გაწევრიანებას მხარი 171-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 131, ხოლო 29 დეპუტატმა თავი შეიკავა.

გადაწყვეტილებას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დარბაზში ტაშით შეხვდნენ. იმისთვის, რომ კოსოვო ორგანიზაციის წევრი გახდეს, საბოლოო გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა უნდა მიიღოს.

ევროპის საბჭოს პროცედურების თანახმად, პირველ რიგში ასამბლეამ უნდა გამოაცხადოს თავისი აზრი წევრობის შესახებ ნებისმიერ განცხადებაზე, საბოლოო გადაწყვეტილებას კი მინისტრთა კომიტეტი, ორგანიზაციის აღმასრულებელი ორგანო მიიღებს, რომელიც შედგება საგარეო საქმეთა მინისტრებისგან.