"ფრთხილად უნდა იყოს თბილისი და კახეთი..." - გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1770321969
პოლონელი ევროპარლამენტარის ევა ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკის განცხადებით, ევროკომისია ერთი გიგანტური კანალიზაციაა, რომელიც უნდა გაიწმინდოს.
ასე გამოეხმაურა პოლონელი კანონმდებელი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის შუალედურ დასკვნას, სადაც ევროკავშირის მიერ წევრი სახელმწიფოების არჩევნებში ჩარევის ფაქტებზე წერია.
„ევროკავშირის ისტორიის უდიდესი სკანდალი გასკდა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა გამოააშკარავა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროკომისია წევრი სახელმწიფოების 8 არჩევნებში ჩაერია და სოციალურ მედიას ცენზურა აიძულა. არადა თითქოს ვერაფერი გადაფარავდა ევროკავშირის მაღალჩინოსანთა კორუფციულ სკანდალს. თუმცა, ის, რაც ახლა შევიტყვეთ, დაუჯერებელია. ეს არის სრულმასშტაბიანი ევროკომუნიზმი. ევროკომისია ერთი გიგანტური კანალიზაციაა, რომელიც უნდა გაიწმინდოს!“, - დაწერა ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკმა სოციალურ ქსელ X-ში.