ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს
1750450090
ევროკავშირმა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო აღჭურვილობისთვის დამატებითი 500 მილიონი ევროს გამოყოფა დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭო ავრცელებს.
„შემდეგი კვირები გადამწყვეტი იქნება. რუსეთი ემზადება უკრაინის აღმოსავლეთში შეტევის განხორციელებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა,“ - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა.
ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს
1750450090