ესპანეთში ძლიერ შტორმს მსხვერპლი მოჰყვა, იბიცის აეროპორტში 27 რეისი გაუქმდა, ვალენსიისა და ალიკანტეს პროვინციებში სასწავლო პროცესი შეჩერდა

ესპანეთში ძლიერ შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

ესპანეთში ძლიერი შტორმის, „დანა ადამის“ შედეგად ორი ადამიანი დაირუპა. სტიქიამ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ვალენსიასა და ალიკანტეში საფრთხის უმაღლესი, წითელი დონე გამოცხადდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ესპანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელი ავრცელებს.

ვალენსიისა და ალიკანტეს პროვინციების ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, ასევე ბალეარის კუნძულებზე დღეს სასწავლო პროცესი შეჩერდა. ბალეარის კუნძულებზე საგანგებო სამსახურების დასახმარებლად სამხედროებიც გააგზავნეს.

მეხანძრე-მაშველებმა დღეს ქალის ცხედარი იპოვეს, რომელიც ბარსელონაში წყალმა გაიტაცა.

კიდევ ერთი ქალის ცხედარი 18 ოქტომბრის საღამოს ვალენსიაში ზღვაში იპოვეს.

ესპანეთის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურის ინფორმაციით, იბიცასა და მალიორკაზე სამაშველო სამუშაოებში სამხედროებიც ჩაერთნენ.

✕