ესპანელმა ონკოლოგებმა პანკრეასის კიბოს განკურნების მეთოდს მიაგნეს

პანკრეასის კიბო

ესპანელმა ონკოლოგებმა, შესაძლოა,  პანკრეასის კიბოს განკურნების მეთოდს მიაგნეს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ესპანეთის კიბოს ეროვნული კვლევის ცენტრის ლაბორატორიაში , (CNIO-ს (Spanish National Cancer Research Centre)  სამმაგი კომბინირებული თერაპიის გამოყენებით, ონკოლოგებმა თაგვებში პანკრეასის სიმსივნის სრულად აღმოფხვრა და მისი რეციდივის პრევენცია შეძლეს. 

პანკრეასის ავთვისებიანი სიმსივნის ყველაზე გავრცელებული სახეობაა პანკრეასის ადენოკარცინომა, იგივე ინტრადუქტალური სიმსივნე. 

„ეს კვლევა გზას უხსნია ახალი, კომბინირებულ თერაპიების შემუშავებას, რომელიც ადენოკარცინომის მქონე პაციენტების გადარჩენის მაჩვენებელს საგრძნობლად გაზრდის",- ამბობენ კვლევის ავტორები. 

მეცნიერები თანხმდებიან, რომ ამ მხრივ სამომავლოდ კიდევ არაერთი კვლევის ჩატარება საჭირო მანამდე, სანამ სამმაგ კომბინირებულ თერაპიას ადამიანებზე გამოცდიან. თუმცა, ონკოლოგები თანხმდებიან, რომ აღნიშნული კვლევის შედეგები, შესაძლოა, პანკრეასის კიბოს მკურნალობაში ნამდვილ სამედიცინო გარღვევად იქცეს.