მზის კორონალური ხვრელიდან წამოსულმა მზის ქარმა დედამიწამდე მოაღწია - რას პროგნოზირებენ მეცნიერები

მზის ქარიშხალი

მზეზე არსებული კორონალური ხვრელიდან დედამიწას სწრაფი ქარის ნაკადი მოადგა. ამ ეტაპზე პლანეტის მაგნიტურ ველზე სერიოზული ზემოქმედება არ დაფიქსირებულა.

მეცნიერების მონაცემებით, მზის ქარის სიჩქარის ზრდა ეტაპობრივად მიმდინარეობს და მას მკვეთრი დარტყმები არ ახლავს. ამ დროისთვის გეომაგნიტური ინდექსები „მწვანე ზონაში“ რჩება, თუმცა უახლოეს საათებში შესაძლოა „ყვითელ ზონაში“ გადავიდეს. ექსპერტები სუსტი მაგნიტური ქარიშხლების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავენ.