მალხაზ ჩიტაია, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის რექტორი: აკადემიის შექმნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში წარმოადგენს სისტემურ რეფორმას და მნიშვნელოვან ინსტიტუციურ სიახლეს

მალხაზ ჩიატაია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად ჩამოყალიბდა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭების შემდეგ აკადემია სახელმწიფო უსაფრთხოების ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას განახორციელებს და მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს მოამზადებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლებას მოიპოვებს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების და აკადემიის მიერ განსაზღვრული შიდა გამოცდის საფუძველზე. სწავლა უფასო იქნება.

მალხაზ ჩიტაია, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის რექტორი: „აკადემიის შექმნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში წარმოადგენს სისტემურ რეფორმას და მნიშვნელოვან ინსტიტუციურ სიახლეს. აკადემიას მიენიჭება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და განახორციელებს ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას, რომელშიც ინტეგრირებული იქნება თანამედროვე აქტუალური საკითხები ეროვნული თუ საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართულებით.“