,,დაბადების დღე ჰქონდა, ეს რა უბედურება დატრიალდა...“ - 29 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა
1769889310
პარტიის "სამართლიანობისთვის" ლიდერის, ეკა ბესელიას განცხადებით, მისი შვილი, რატი მილორავა, ძალიან წუხს, რომ მანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. როგორც მან ერთ-ერთ ტელეკომპანიას განუცხადა, ავტომობილოს მართვა ნასვამ მდგომარეობაში არ შეიძლება და ეს არის უდავო, თუმცა, ამის გამო მისი შვილი უნდა დააჯარიმონ როგორც წესი და რიგია.
"რა თქმა უნდა, მანქანის მართვა არ შეიძლება ნასვამ მდგომარეობაში, ეს არის უდავო, მაგრამ, უნდა დააჯარიმო როგორც წესი და რიგია, ამისთვის პასუხისმეგბლობას, რა თქმა უნდა, აიღებს, თვითონაც ძალიან წუხს ამის გამო, მაგრამ, ამის შემდეგ რაც ხდება - წაყვანა, გატაცება, დამალვა, ძალადობა, ამდენი ხნის განმავლობაში რომ არ ჩანს არავინ, პროცესუალურად რას აკეთებს და მაინც გავიგებ ამას - ეს არის კანონის უხეში დარღვევა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ცნობისთვის, რატი მილორავა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.