1769941637
რამდენი უნივერსიტეტი და სტუდენტია საქართველოში - სტატისტიკა
დღეის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია 63 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. კერძო სექტორი სახელმწიფო დაწესებულებებს დაახლოებით 2.3-ჯერ უსწრებს. კერძოდ, ქვეყანაში ფუნქციონირებს 19 სახელმწიფო და 44 კერძო უნივერსიტეტი.
რაც შეეხება სტუდენტთა რაოდენობას, საქართველოში, ჯამში, 187.8 ათასი სტუდენტია რეგისტრირებული. აქედან 108.3 ათასი სახელმწიფო, ხოლო 79.4 ათასი სტუდენტი კერძო უნივერსიტეტში სწავლობს.











