„ეს იქნება შემოსავლის არსებითი და ღირსეული ზრდა“ - მინიმალური ხელფასი 710 ევროთი განისაზღვრება - სასიხარულო ინფორმაცია საბერძნეთში მყოფ ემიგრანტებს

qutaisis aeroporti

მინიმალური ხელფასი საბერძნეთში 710 ევროთი განისაზღვრება - ამ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს და წერენ, რომ დეტალურ განცხადებას პრემიერმინისტრი აკეთებს. 

დასაქმებულები ახალი რეგულაციის მიხედვით, მომატებულ ხელფასს 1-ლი მაისიდან მიიღებენ. 

როგორც მიცოტაკიმ დააანონსა, 1-ლი მაისიდან საბერძნეთში მინიმალური ხელფასი მოიმატებს და ეს ზრდა იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი.

პრემიერმა შეხვედრა ქვეყნის ფინანსთა მინისტრთან გამართა და კონსულტაციები შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად  შედგა.

არსებობს წინასწარი ცნობები იმის შესახებ, რომ მინიმალური ხელფასის რაოდენობა 710 ევროს გადააჭარბებს. 

დღეს მთავრობის სპიკერმა, იანის იკონომუმ განაცხადა, რომ ეს ზრდა ადამიანების შემოსავლებში საკმაოდ მნიშვნელოვან ცვლილებას შეიტანს:

“ეს იქნება შემოსავლის არსებითი და ღირსეული ზრდა.”

ამას გარდა, ფინანსთა მინისტრმა, ხრისტოს სტაიკურამ დასძინა, რომ უმნიშვნელოვანესი საკითხია უმუშევრობა და ამ მაჩვენებლების შემცირებაზე მთავრობა აქტიურად იმუშავებს." - წერს georgians gr.