1771531835
დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინაში ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა. შესაბამისი დოკუმენტი აშშ-ის ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნდა.
ბრძანება, რომელიც 20 თებერვალს შედის ძალაში, ახანგრძლივებს აშშ-ის პრეზიდენტების 2014, 2018 და 2022 წლებში აღმასრულებელი ბრძანებებით დაწესებულ სანქციებს.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ პირველი განკარგულება 2014 წელს იყო გამოქვეყნებული. მაშინ, პრეზიდენტი ბარაკ ობამას განკარგულება N 13660 ზოგიერთი პირის ქონების გაყინვას ითვალისწინებდა. თავდაპირველად სანქციები მათ წინააღმდეგ მოქმედებდა, ვინც ხელს უწყობდა რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციას. შემდგომში სია რამდენჯერმე განახლდა ტრამპის პირველი ადმინისტრაციისა და პრეზიდენტი ჯო ბაიდენის დროს.












