წვიმა და ზოგან თოვლი - სინოპტიკოსები მოსალოდნელი ამინდის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებენ
1764320968
კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აშშ-მ რუსეთს „სამშვიდობო გეგმის“ პარამეტრები გაუგზავნა.
საუბარია იმ „სამშვიდობო გეგმაზე“, რომლის პუნქტებიც ჟენევაში ამერიკულ და უკრაინულ დელეგაციებს შორის კონსულტაციებისას შეიცვალა.
„ძირითადი პარამეტრები უკვე შეთანხმებულია და მომავალ კვირას მოსკოვში განიხილება“, – აღნიშნა პესკოვმა.
მანამდე, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თავის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და დენ დრისკოლს დაავალა „სამშვიდობო შეთანხმების“ პროექტის პირობების შედგენა. ამისთვის უიტკოფი მომავალ კვირას მოსკოვში გაემგზავრება.