,,მშვიდობით, ჩემპიონო...“ - ახალგაზრდა სპორტსმენი ტრაგიკულად დაიღუპა
1780516173
გერმანიამ ისტორიაში პირველად ვერ მოახერხა გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრის ადგილის დაკავება. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.
კენჭისყრის შედეგები მოულოდნელი აღმოჩნდა ბერლინისთვის, რომელიც ორგანიზაციის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორია.
გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე გამართულ ფარულ კენჭისყრაში გამარჯვებისთვის ქვეყნებს დელეგატთა ხმების ორი მესამედი (190-დან 127 ხმა) სჭირდებოდათ. გერმანიამ მხოლოდ 104 ხმის მოპოვება შეძლო და კონკურენტებთან დამარცხდა.
უშიშროების საბჭოში ადგილები პორტუგალიამ (134 ხმა) და ავსტრიამ (131 ხმა) მოიპოვეს - სწორედ ეს სახელმწიფოები დაიკავებენ არამუდმივი წევრის პოზიციებს 2027-2028 წლებში.
აღსანიშნავია, რომ მანამდე გერმანია ექვსჯერ იყო უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრი და ეს მისი პირველი ასეთი მარცხია. საგულისხმოა ისიც, რომ კენჭისყრას ესწრებოდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფული, ხოლო თავად სესიას გაეროს გენერალური ასამბლეის მოქმედი თავმჯდომარე, ანალენა ბერბოკი უძღვებოდა.