ცნობილი ხდება, ელისო კილაძის საქმის ახალი დეტალები
1771703495
იაპონიის ქალაქ იტიკავას ზოოპარკში მაკაკის ნაშირმა, რომელიც დედამ მიატოვა, ნუგეში პლუშის სათამაშოში იპოვა. მისმა ისტორიამ სოციალურ ქსელში მილიონობით ნახვა მოაგროვა.
გავრცელებული ინფორმაციით, პანჩი 26 ივლისს დაიბადა, თუმცა დედამ მიატოვა, რის გამოც ის ხელოვნურ კვებაზე გადაიყვანეს. იანვრის ბოლოს ის კვლავ დააბრუნეს გუნდში, მაგრამ სხვა მაიმუნებმა მისი გაძევება და მოშორება დაიწყეს.
იტიკავას ზოოპარკის თანამშრომლებმა მას სათამაშო მაიმუნი აჩუქეს, რომელიც პატარას ნუგეშად იქცა. როდესაც გუნდიდან აძევებენ, პანჩი სათამაშოსთან ჩახუტებული იძინებს. მიუხედავად ამისა, პატარა არ ნებდება და კვლავ ცდილობს გუნდში დამკვიდრებას.