ბენიამინ ნეთანიაჰუმ ახლო აღმოსავლეთში ახალი კავშირის ჩამოყალიბების გეგმა გააჟღერა

 ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ახალი კავშირის შექმნაზე ისაუბრა, რომელიც რეგიონში რადიკალი შიიტი და სუნიტი ძალების მხრიდან მომდინარე საფრთხეების აღმოფხვრას შეუწყობს ხელს.

ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, კავშირში ის ქვეყნები გაერთიანდებიან, რომლებსაც ახალ რეალობასა და გამოწვევებთან დაკავშირებით ერთიანი ხედვა აქვთ, მათ შორის, ინდოეთი, არაბული ქვეყნების ნაწილი, საბერძნეთი და კვიპროსი.

„ეს ქვეყნები ეწინააღმდეგებიან რადიკალურ შიიტურ ღერძს, რომელსაც ჩვენ ძალიან ძლიერი დარტყმა მივაყენეთ და ახლად წარმოქმნილ სუნიტურ რადიკალურ ღერძს. ყველა ამ ქვეყანას განსხვავებული პერსპექტივა აქვს და ჩვენს თანამშრომლობას უზარმაზარი შედეგების მოტანა შეუძლია - ჩვენი მდგრადობისა და უსაფრთხო მომავლის უზრუნველყოფა“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.