ბაქოში აზერბაიჯანსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია გაფორმდა

ჯეი დი ვენსი ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის დედაქალაქში ხელი მოეწერა „ქარტიას აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“.

ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია უმაღლეს დონეზე გაიმართა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა.

ქარტია საფუძველს უყრის ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ისეთ კრიტიკულ სფეროებში, როგორიცაა უსაფრთხოება, ენერგეტიკა და მაღალი ტექნოლოგიები.

დოკუმენტი მჭიდროდ უკავშირდება TRIPP-ის (ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის) ინიციატივას, რომელიც რეგიონში ახალი სატრანსპორტო და ეკონომიკური დერეფნების შექმნას გულისხმობს.