1770743848
უკრაინის რეგიონებში კვლავ საჰაერო განგაშია გამოცხადებული - მოქალაქეებს თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებენ
უკრაინის რეგიონებში კვლავ საჰაერო განგაშია გამოცხადებული. მოქალაქეებს თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებენ.
ოკუპანტებმა ქალაქების და დასახლებების მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები და დრონები გაუშვეს. თავდასხმის სამიზნე გახდა ხარკოვის ოლქი, ქალაქ ბოგო-დუხოვში მიმდინარეობს სახანძრო სამაშველო ოპერაცია. მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ. მედიის ინფორმაციით, დარტყმებს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის სამი ბავშვია. არიან დაშავებულები.
უკრაინის მწვავე გამოწვევად რჩება ენერგოკრიზისი. რუსეთის ძალები ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავენ. ძლიერი ყინვის პირობებში კიევში 1 400 მრავალსართულიანი სახლი ცენტრალური გათბობის გარეშეა დარჩენილი.











