ვიდეოხაფანგის საშუალებით, ბაკურიანი-წაღვერის ტყეში, დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

ხე-ტყე

 სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ბაკურიანი-წაღვერის ტყეში, დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. კანონდარღვევა ვიდეოხაფანგის საშუალებით გამოვლინდა.

საუბარია 6 კუბურ მეტრ ხე-ტყეზე, რომელიც ადგილობრივ მკვიდრს მანქანით გადაჰქონდა.

ეროვნული სატყეო სააგენტოში განმარტავენ, რომ ტყის მონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერება სექტორში დაგეგმილი რეფორმის მნიშვნელობანი ნაწილია.