რუსეთმა ხარკოვის ოლქი დაბომბა. დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვი

ხარკოვი

 რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით უკრაინის ხარკოვის ოლქის ქალაქი ბოგოდუხოვი დრონით დაბომბა. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

გავრცელებული ცნობების თანახმად, დრონი ერთ-ერთ კერძო სახლს მოხვდა. მაშველებმა ნანგრევებიდან ოთხი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს. გარდაცვლილები არიან 34 წლის მამაკაცი და სამი ბავშვი. ორი ბიჭი ერთი წლის იყო, ხოლო ერთი გოგონა - 2 წლის.

ამასთან ერთად, დაბომბვის შედეგად დაშავდა 35 წლის ფეხმძიმე ქალი და კიდევ ერთი ადამიანი. ხანძრის ქრობის პროცესში მონაწილეობას იღებდნენ მეხანძრე-მაშველები, აგრეთვე გამნაღმველები და კინოლოგები.