1770743848
REUTERS: თეთრმა სახლმა ჯეი დი ვენსის სოციალური ქსელის ანგარიშიდან წაშალა პოსტი, რომელშიც „სომეხთა გენოციდზე“ იყო საუბარი
თეთრმა სახლმა ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის სოციალური ქსელის ანგარიშიდან წაშალა პოსტი, რომელშიც „სომეხთა გენოციდზე“ იყო საუბარი. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ვიცე-პრეზიდენტის X-ის პოსტში ნათქვამი იყო, რომ ის სტუმრობდა მემორიალს, რათა „1915 წლის სომეხთა გენოციდის მსხვერპლთათვის პატივი მიეგო“.
მოგვიანებით ვენსის ოფიციალური ანგარიშიდან აღნიშნული პოსტი გაქრა.
ჯეი დი ვენსის თანაშემწემ, მედიასთან ანონიმურად განაცხადა, რომ პოსტი შეცდომით გამოქვეყნდა იმ თანამშრომლების მიერ, რომლებიც სომხეთში ვიზიტის დროს დელეგაციის შემადგენლობაში არ იმყოფებოდნენ.










