ძლიერი ქარბუქი და თოვლი! - საქართველოში ამინდი მკვეთრად იცვლება
1772119689
აშშ-ში სიზმარმა 63 წლის კაცი გულის შეტევისგან გადაარჩინა.
უცხოური მედია წერს, რომ ჯერემი შვარცმა სიზმარში იხილა, რომ მთაზე ასვლისას გულის შეტევით გარდაიცვლებოდა.
მისი თქმით, ნანახმა სიზმარმა მასზე იმდენად იმოქმედა, რომ დაუყოვნებლივ კარდიოლოგთან კონსულტაცია გაიარა და საჭირო კვლევები ჩაიტარა.
ჯერემი ამბობს, რომ მსგავსი წინათგრძნობა ცხოვრებაში არასდროს ჰქონია. თუმცა, მისი სიზმარი იმდენად ჰგავდა რეალურს, რომ ექიმთან მისვლა აღარ გადადო.
ჩატარებული კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ მას მართლაც გადაუდებელი ოპერაცია სჭირდებოდა.
ოპერაცია წარმატებით ჩატარდა და მამაკაცი თავს კარგად გრძნობს.