POLITICO: ევროპარლამენტის პრეზიდენტს სურს თეთრმა სახლმა იცოდეს, რომ მისი მცდელობები, გავლენა მოახდინოს ევროპულ პოლიტიკაზე, სასურველი არ არის

რობერტა მეცოლა

ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას სურს თეთრმა სახლმა იცოდეს, რომ მისი მცდელობები, გავლენა მოახდინოს ევროპულ პოლიტიკაზე, სასურველი არ არის.

გამოცემა POLITICO-სთან ინტერვიუში მეცოლამ განაცხადა, რომ ევროკავშირი არ გამოხატავს პრეფერენციას იმის შესახებ, თუ ვინ უნდა გაიმარჯვოს აშშ-ის ნოემბრის შუალედურ არჩევნებში. თუმცა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო მიმდინარე თვეში ბუდაპეშტში ვიზიტისას ვიქტორ ორბანის მხარდაჭერით გამოვიდა, უნგრეთის აპრილის საყოველთაო არჩევნების წინ.

„ეს არის საკითხი, რომელსაც ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან ხშირად განვიხილავთ - ისევე, როგორც ჩვენ არ ვეუბნებით მათ, თუ რა გააკეთონ ნოემბერში, ეს არის ის, რასაც ჩვენ მათგან სანაცვლოდ ვითხოვთ“, - განაცხადა მეცოლამ ლონდონში ვიზიტისას.

„მსურს, ევროკავშირის ყველა ქვეყნის მოქალაქეს შეეძლოს გადაწყვეტილების მიღება თავისუფლად და სამართლიანად, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. ეს ნიშნავს, რომ თუ დავინახავთ გარე ჩარევას, მანიპულაციას ან ამომრჩევლის ქცევაზე [ზეგავლენას], ჩვენ გვქონდეს ამასთან ბრძოლის ინსტრუმენტები“, - აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.