ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს

კვარა

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა, – რჩეული მოთამაშეები უეფას ოფიციალურმა გვერდმა გამოავლინა.

ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის პლეი ოფის პირველი ეტაპი დასრულდა. ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალში ქართველი ფეხბურთელის გუნდი „პარი სენ-ჟერმენი“ „მონაკოს“ შეხვდა, ორი მატჩის ჯამში 5:4 (3:2, 2:2) გაიმარჯვა და შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა.

პარიზელთა ქართველმა თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ საპასუხო შეხვედრაში გოლი 66-ე წუთზე გაიტანა. მართალია, მატჩი 2:2 დასრულდა, თუმცა სწორედ მისი გოლი აღმოჩნდა გადამწყვეტი და „პარი სენ-ჟერმენს“ ორმატჩიან დაპირისპირებაში უპირატესობა მოუტანა.