„მოულოდნელად დავკარგეთ, სამშობლოს სადარაჯოზე მყოფი...“ - ავარიის დროს დაღუპულ კაპრალს ოჯახი ემშვიდობება

მაკარაძე

ქობულეთში, ავარიის დროს დაღუპულ კაპრალს ლავრენტი მაკარაძეს ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან. 

„მაკარაძეების საგვარეულომ, ჩემმა საბიძაშვილომ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მოულოდნელად ავტო კატასტროფაში, დავკარგეთ, ღირსეული მარეთელი, სამშობლოს სადარაჯოზე მყოფი...“

შეგახსენებთ, რომ ქობულეთის შემოვლით გზაზე დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილები თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები არიან. 

ავტოსაგზაო შემთხვევა გამთენიისას მოხდა, ერთმანეთს სატვირთო მანქანა და ავტობუსი შეეჯახა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 ე მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.