როდის დაიწყება საგაზაფხულო არდადეგები - ინფორმაცია მშობლებისთვის და მოსწავლეებისთვის
1772042024
თბილისის საქალაქო სასამართლოში პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის და კიდევ 7 პირის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. დაიკითხებიან მოწმეები. სხდომას ესწრება ბრალდებულთა ნაწილი.
პროკურატურა ბრალდებულების ნაწილს ჯგუფურად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას ედავება. ნაწილს კი, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას.
"დღეს უნდა მოიყვანოს ჩვენი მოწმე. მასთან გვექნება კითხვები ვიდეოებიდან გამომდინარე, შეიცავდა თუ არა დანაშაულის ნიშნებს და მან რა დანაშაულის ნიშნები დაინახა. ასევე, გვექნება კითხვა, პროკურატურა აპელირებს იმასთან დაკავშირებით, რომ ბატონ ირაკლი შაიშმელაშვილის ვიდეოებმა პოლიციელებთან მიმართებით გამოიწვია დემორალიზება, მათი დემორალიზაცია და მასზე თუ იმოქმედა, შესაბამისად პროცესიდან გამომდინარე გვექნება ყველა კითხვა", - აცხადებს ადვოკატი ნათია მეზვრიშვილი.