წყალი 16 საათით შეწყდება - GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1772136064
მკვლევართა საერთაშორისო კონსორციუმმა თითქმის 500 შინაური კატის სიმსივნის ფართომასშტაბიანი გენეტიკური ანალიზი ჩაატარა და სხვადასხვა ტიპის კიბოს განვითარებასთან დაკავშირებული ძირითადი მუტაციები გამოავლინა.
კვლევას კემბრიჯში მდებარე Wellcome Sanger Institute ხელმძღვანელობდა.
მიუხედავად იმისა, რომ კიბო შინაურ კატებში ავადობისა და სიკვდილიანობის ერთ-ერთ წამყვან მიზეზად რჩება, მისი გენეტიკური საფუძვლები აქამდე მხოლოდ ფრაგმენტულად იყო შესწავლილი. პროექტის წამყვანი მკვლევრის, თქმით, კატების სიმსივნეების გენომური მახასიათებლები დიდი ხნის განმავლობაში პრაქტიკულად „შავი ყუთი“ იყო მეცნიერებისთვის.
მისივე განმარტებით, ცხოველებში კიბოს ბიოლოგიის უკეთ გააზრება შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს ფართო ბიოლოგიური სპექტრისთვის, მათ შორის ადამიანებისთვისაც.
პროექტის ფარგლებში მეცნიერებმა გააანალიზეს დაახლოებით 1000 გენი, რომლებიც პოტენციურად უკავშირდება კატებში კიბოს 13 სხვადასხვა ტიპს. შედარებითმა ანალიზმა აჩვენა, რომ გამოვლენილი მუტაციების მნიშვნელოვანი ნაწილი ემთხვევა ადამიანებში დაფიქსირებულ გენეტიკურ ცვლილებებს, რაც მიუთითებს სიმსივნის წარმოქმნისა და პროგრესირების საერთო ბიოლოგიურ მექანიზმებზე.
მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ძაღლებში კიბოს გენეტიკური კვლევები შედარებით ფართოდ ტარდებოდა, მაშინ როდესაც კატები ამ მიმართულებით გაცილებით ნაკლებად იყო შესწავლილი.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გარემო ფაქტორებსაც: შინაური ცხოველები პატრონებთან ერთად ერთსა და იმავე გარემოს იზიარებენ და მსგავს ეკოლოგიურ და ცხოვრებისეულ ზემოქმედებებს განიცდიან. კანადაში მდებარე Ontario Veterinary College-ის პროფესორის, Geoffrey Wood-ის თქმით, ეს ქმნის შესაძლებლობას უკეთ გავიგოთ, როგორ მოქმედებს გარემო პირობები კიბოს რისკზე როგორც ცხოველებში, ისე ადამიანებში და, პოტენციურად, დავგეგმოთ პრევენციისა და მკურნალობის ახალი სტრატეგიები.