შეიძლება თუ არა გარდაცვლილი ნათესავის საწოლზე ან ტახტზე ძილი - ეზოთერიკოსების განმარტება
1772049694
შვედეთის შეიარაღებულმა ძალებმა გააუვნებელყვეს რუსული დრონი, რომელიც ფრანგულ ატომურ ავიამზიდს, „შარლ დე გოლს“ უახლოვდებოდა.
როგორც შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი იუწყება, შვედეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩაახშეს რუსული უპილოტოს სიგნალი, რომელიც მალმო პორტში გაჩერებულ ფრანგულ ატომურ ავიამზიდს უახლოვდებოდა. საფრანგეთის ხომალდი უკვე რამდენიმე დღეა, შვედურ პორტში იმყოფება NATO-ს სწავლებების ფარგლებში.
შვედური მედიის ცნობით, დრონი რუსული ხომალდიდან გაუშვეს, რომელიც ავიამზიდის სიახლოვეს იმყოფებოდა, შვედმა სამხედროებმა აღმოაჩინეს უპილოტო საფრენი აპარატი და მისი სიგნალის ჩახშობა დაიწყეს, რის შემდეგაც დრონი გაუჩინარდა.
ამ ეტაპზე უცნობია, ზღვაში ჩამოვარდა დრონი, თუ რუსულ ხომალდზე დაბრუნდა.