აშშ-მ ირანული დრონი ჩამოაგდო, რომელიც ავიამზიდს აგრესიულად უახლოვდებოდა

აშშ ირანული დრონი

ირანული Shahed-139 ტიპის უპილოტო თვითმფრინავი აშშ-ის ავიამზიდს აგრესიულად უახლოვდებოდა, რის გამოც ის ამერიკულმა F-35 ტიპის მოიერიშე გამანადგურებელმა თვითმფრინავმა ჩამოაგდო. ინფორმაცია სამშაბათს აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა - იუწყება Dailymail-ი.

“დრონი აგრესიულად მიუახლოვდა ავიამზიდ USS Abraham Lincoln-ს გაურკვეველი განზრახვით“,- განაცხადა აშშ-ის ცენტრალური სარდლობის წარმომადგენელმა.

სპიკერმა დასძინა, რომ ავიამზიდი "არაბეთის ზღვაში, ირანის სამხრეთ სანაპიროდან დაახლოებით 500 მილის დაშორებით მიცურავდა, როდესაც ირანულმა Shahed-139 ტიპის დრონმა გემისკენ მანევრირება განახორციელა“.