აშკარაა, რომ ისრაელმა გადაწყვიტა, უპასუხოს ირანის თავდასხმას - ქემერონი

დევიდ ქემერონი

აშკარაა, რომ ისრაელმა გადაწყვიტა, უპასუხოს ირანის თავდასხმას, – ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ქემერონმა ისრაელში ვიზიტის დროს განაცხადა.

ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ბრიტანეთს სურს, ნახოს კოორდინირებული სანქციები ირანის წინააღმდეგ.

„აშკარაა, რომ ისრაელში იღებენ გადაწყვეტილებას, იმოქმედონ. ვიმედოვნებთ, ისინი ამას გააკეთებენ ისე, რომ რაც შეიძლება ნაკლები ესკალაცია გამოიწვიოს“, – განაცხადა დევიდ ქემერონმა.