13 ადგილი სახლში, რომელსაც ქურდები პირველ რიგში ამოწმებენ
1771878200
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ვიქტორ ორბანს წერილობით მიმართა. ანტონიუ კოშტამ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გაცემის შესახებ ევროკავშირის შეთანხმების პატივისცემისკენ მოუწოდა.
„არცერთ წევრ სახელმწიფოს არ ეპატიება ევროპული საბჭოს კოლექტიურად მიღებული გადაწყვეტილებების სანდოობის შელახვა. როდესაც ლიდერები კონსენსუსს აღწევენ, ისინი ვალდებულნი არიან, დაიცვან მიღებული გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების ნებისმიერი დარღვევა წარმოადგენს გულწრფელი თანამშრომლობის პრინციპის დარღვევას“, - წერია ვიქტორ ორბანისთვის გაგზავნილ წერილში.