მექსიკამ, ნარკობარონის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული ძალადობის ჩასახშობად, რეგიონში ათასობით ჯარისკაცი განალაგა

მექსიკა

მექსიკამ, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ათასობით ჯარისკაცი განალაგა უსაფრთხოების გასაძლიერებლად, რათა გავლენიანი ნარკობარონის სიკვდილის შემდეგ დაწყებული ძალადობის ტალღა ჩაახშოს, - განაცხადა ქვეყნის უსაფრთხოების მინისტრმა.

თავდაცვის მინისტრმა, რიკარდო ტრევილიამ განაცხადა, რომ ორშაბათს დასავლეთ მექსიკაში დამატებით 2 500 ჯარისკაცი განლაგდა, ხოლო მთავრობამ განაცხადა, რომ კვირა დღიდან მოყოლებული, რეგიონში, ჯამში, დაახლოებით 9 500 ჯარისკაცია განლაგებული.

მას შემდეგ, რაც ნემესიო ოსეგუერა სერვანტესი, უფრო ცნობილი როგორც "ელ მენჩო", კვირას, პატიმრობაში გარდაიცვალა, მექსიკაში თავდასხმების ტალღა დაიწყო.

"ხალისკოს ახალი თაობის" კარტელი (CJNG) მექსიკის ერთ-ერთი ყველაზე საშიში კრიმინალური ორგანიზაციაა და მისი ლიდერი ქვეყანაში ყველაზე ძებნილი ადამიანი იყო.