3000 - 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ვის გადაეცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება
1752226250
60 წლის ამერიკელი მამაკაცი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, ნაგვის კონტეინერში ჩავარდა და 3 დღე იქ გაატარა. შემთხვევა ნიუ ჯერსის შტატში მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მამაკაცი კონტეინერში მაშინ ჩავარდა, როდესაც იქიდან იმ სკამის ამოღებას ცდილობდა, რომელიც მას ძალიან მოეწონა. მან დამოუკიდებლად ამოსვლა ვეღარ მოახერხა და 3 დღე შიგნით გაატარა. მთელი ამ ხნის განმავლობაში კაცი ცდილობდა ვინმესთვის ხმა მიეწვდინა, თუმცა უშედეგოდ. მესამე დღეს მისი ხმა გამვლელმა გაიგონა, რომელმაც პოლიცია და მაშველები გამოიძახა.