ალიევი: TRIPP-ის პროექტის განხორციელებით ჩვენ მორიგ წვლილს შევიტანთ რეგიონში მშვიდობის, განვითარებისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფაში

ჯეი დი ვენსი ილჰამ ალიევი

TRIPP-ის (ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის) პროექტის განხორციელებით ჩვენ მორიგ წვლილს შევიტანთ რეგიონში მშვიდობის, განვითარებისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფაში. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ერთდროულად ვხსნით იმედისმომცემი თანამშრომლობის ახალ ფურცელს, მათ შორის თავდაცვის დანიშნულების აღჭურვილობის გაყიდვის სფეროში. რაც შეეხება ხელოვნური ინტელექტის ცენტრების შექმნას, ეს დღეს ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგის ნაწილია. ჩვენ უკვე გვაქვს წამყვან ამერიკულ კომპანიებთან ურთიერთქმედების წინასწარი შედეგები“, - ხაზგასმით აღნიშნა ალიევმა.