ალბანეთში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა

ალბანეთში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა

ალბანეთში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა. დემონსტრანტები ტირანაში, პარლამენტის წინ შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეებმა ხუთი ძირითადი მოთხოვნა წამოაყენეს, რომელთა შორისაც იყო მთავრობის გადადგომა, სტრატეგიული ინვესტორებისთვის კანონმდებლობისა და სპეციალური სტატუსის დებულებების გაუქმება და სხვა.

მოქალაქეები, როგორც მთავრობას, ასევე ოპოზიციურ პარტიებს ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების გადაჭრის უუნარობაში ადანაშაულებენ.

თავდაპირველად აქციები ჯარედ კუშნერისა და ივანკა ტრამპის კუნძულის პროექტის წინააღმდეგ იმართებოდა, რაც მოგვიანებით ანტისამთავრობო დემონსტრაციებში გადაიზარდა.