ალა პუგაჩოვას შვილიშვილი ჯარში პირდაპირ თეატრიდან წაიყვანეს - მედია

ალა პუგაჩოვას შვილიშვილი

ალა პუგაჩოვას შვილიშვილი ნიკიტა პრესნიაკოვი ჯარში პირდაპირ თეატრიდან, რეპეტიციის მიმდინარეობისას წაიყვანეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, მობილიზაციას შეიძლება დაექვემდებაროს ალა პუგაჩოვას მეორე შვილიშვილი, 24 წლის დენი ბაისაროვიც, რადგან მას აქვს შესაბამისი სამხედრო სპეციალობა, ის კადეტთა სასწავლებლის კურსდამთავრებულია.

თავად ალა პუგაჩოვა და მისი მეუღლე მაქსიმ გალკინი შვილებთან ერთად ისრაელში იმყოფებიან. რუსული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებს ქვეყნის დატოვება უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაგმობის გამო მოუწიათ.

თეატრის პრესსამსახური და პრესნიაკოვის პიარ-მენეჯერი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.

რამდენიმე ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ავად იყო. მან სიმსივნე აქვს. 

ალა პუგაჩოვამ რუსეთი მეორედ დატოვა.

რუსმა მომღერალმა, მოსკოვთან ახლოს, სოფელ გრიაზში მდებარე ფეშენებელური ვილა გასაყიდადაც გამოიტანა.