400 მილიონზე მეტი გამომწერით, სელენა გომესი ინსტაგრამზე ყველაზე პოპულარული ქალია

გომესი

2022 წლის იანვარში, სელენა გომესი სოციალურ ქსელებს აქტიურად დაუბრუნდა. დიდი ხნის განმავლობაში, მისი ოფიციალური ანგარიშების მართვაზე სოციალური მედიის მენეჯერები ზრუნავდნენ და ვარსკვლავი ინტერნეტ სივრცისგან დისტანცირებული იყო. გომესმა სოციალური ქსელებზე თავად დაპოსტვა დოკუმენტური ფილმის, სახელწოდებით Selena Gomez: My Mind & Me გამოსვლიდან რამდენიმე კვირაში დაიწყო და მალევე Instagram-ის და TikTok-ის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ვარსკვლავად იქცა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ახლახან სელენა გომესმა სოციალური ქსელების რეკორდი მოხსნა – 400 მილიონზე მეტი გამომწერით, ის პირველი ქალი გახდა, რომელსაც ინსტაგრამზე ამ რაოდენობის მიმდევარი ჰყავს. არც ისე შორეულ წარსულში, ინსტაგრამის ქალ მომხმარებლებს შორის, ყველაზე მეტი ე.წ. Follower-ი კაილი ჯენერს ჰყავდა, თუმცა ჯერ კიდევ თებერვალში გომესმა ჯენერი უკან ჩამოიტოვა.

წარსულში ვარსკვლავმა ციფრული სივრცისგან დისტანცირების გადაწყვეტილება მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სირთულეების გამო მიიღო. როგორც სელენამ ერთ-ერთ ინტერვიუში განმარტა, მისი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე სოციალურ ქსელებზე დამოკიდებული გახდა. მიუხედავად დიდი პაუზისა, Instagram-სა და TikTok-ზე პერსონალური პოსტებით გამოჩენისთანავე, სელენა გომესმა შეძლო, რომ ინტერნეტ სივრცის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ ვარსკვლავად ქცეულიყო.