15 წლის ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით 5 მოზარდი ციხეში გადაიყვანეს

ამერიკის პოლიცია

ილიონის ტერიტორიაზე 15 წლის ბიჭის გაუპატიურების ამბავმა მთელი საბერძნეთი შეძრა.

მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე დააკავეს სულ 6 მოზარდი, მაგრამ აქედან 5 გადაიყვანეს ციხეში, მე-6 გათავისუფლებულია პირობებით, ვინაიდან 15 წელს მიუღწეველია.

მედიასთან საუბრობს ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი, ემანუილ დიამანტარასი, რომელიც აცხადებს, რომ შეძრულია ნანახი კადრებით და ამის მეორედ ნახვა ვერ შეძლო.

„არ შემეძლო ვიდეო მეორედ მენახა. ეს არის ყველაზე ავადმყოფური შინაარსის ვიდეო, რაც კი მინახავს. ეს არის უპრეცედენტოდ ავადმყოფური…“

ადვოკატი დასძენს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ მონაწილეობდა უშუალოდ ძალადობის პროცესში, მაგრამ იქ იმყოფებოდა და უყურებდა ამ ყველაფერს. რაც შეეხება თავად ბრალდებულებს, როგორც ჩანს, აღიარებენ სექსუალურ აქტს, მაგრამ უარყოფენ, რომ ეს ძალადობრივად მოხდა.

პოლიცია გამოძიებას აწარმოებს, რათა გაირკვეს, იყო თუ არა მოზარდების მიერ გადაღებული ვიდეოები გადაგზავნილი პორნოგრაფიული საიტებისთვის.