14 წლის გოგომ ქილერებს დედის მკვლელობა შეუკვეთა და პროცესს თავად დაესწრო

მოკლული


მოსკოვის გარეუბანში მცხოვრებმა სკოლის მოსწავლემ დედის მოშორება გადაწყვიტა, რადგან ის შეყვარებულთან ურთიერთობას უშლიდა. 

მოსკოვის მახლობლად მდებარე ბალაშიხადან 14 წლის მოსწავლემ საკუთარი დედა მოკლა, რადგან იგი არასრულწლოვან მეგობართან ურთიერთობის წინააღმდეგი იყო და მათ „დიდ სიყვარულში“ ერეოდა. ამის შესახებ kp.ru წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

ბიჭი პრაქტიკულად ცხოვრობდა მათ ბინაში, რის გამოც ქალიშვილი მუდმივად ჩხუბობდა მშობელთან. ერთ-ერთი ასეთი კონფლიქტის შემდეგ გოგონამ გადაწყვიტა, თავი დაეღწია დედისგან, რათა ჭკუა აღარ დაერიგებინა. 
- სვეტამ სახლში შეყვარებული ვოვა მოიყვანა. ფაქტობრივად, ისინი ერთად ცხოვრობდნენ. დედას ეს არ მოეწონა,  ამის გამო ჩხუბობდნენ, - განუცხადა kp.ru-ს კორესპონდენტს წყარომ.
მორიგი კონფლიქტის შემდეგ, გამომძიებლების თქმით, სვეტამ მოიფიქრა არა ტრივიალური გეგმა: შეყვარებულები ორ თინეიჯერ მეგობარს 350 ათას რუბლს დაჰპირდნენ იმისთვის, რომ ისინი ქალს მოკლავდნენ

24 მარტს სვეტას დედა სახლში დაბრუნდა. მოზარდები მას სახლში ელოდნენ და მაშინვე დაესხნენ თავს. ერთმა მათგანმა დაახრჩო.

მაშინვე ვერ მოიფიქრეს, ცხედრისთვის რა მოეხერხებინათ. დანაშაულის კვალის დასაფარავად თანამზრახველები დაბრუნდნენ ორიოდე დღის შემდეგ, გარდაცვლილი ქალი ზეწარში გაახვიეს და ნაგავსაყრელზე გადააგდეს. იქ ცხედარი გამვლელებმა 26 მარტს იპოვეს.

გამოცდილ გამომძიებლებსაც კი უჭირდათ იმის დაჯერება, რომ დანაშაული 14 წლის გოგონასა და მისი მეგობრების ჩადენილი იყო. თუმცა, სათვალთვალო კამერებში ჩანდა, რომ ორმა მოზარდმა ნაგავში მძიმე საგანი გადააგდეს. 

ოთხივე მოზარდი  დაკავებულია.