ჯანდაცვის სფეროში პირველი კვანტური კომპიუტერი გამოჩნდა

დდდ

ცოტა ხნის წინ, IBM-მა და კლივლენდის კლინიკამ კვანტური კომპიუტერი წარადგინეს, რომელსაც სამედიცინო კვლევებისთვის გამოიყენებენ. IBM Quantum System One შეიქმნა დიდი რაოდენობით მონაცემების მაღალი სიჩქარით დასამუშავებლად. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

კომპიუტერი IBM-ისა და კლივლენდის 10-წლიანი თანამშრომლობის შედეგია.

„ეს გადამწყვეტი ეტაპია IBM-თან პარტნიორობაში. ჩვენ ვიკვლევთ ახალ გზებს ჯანდაცვის სფეროში კვანტური გამოთვლის ძალის გამოყენებისთვის", - თქვა კლივლენდის კლინიკის აღმასრულებელმა დირექტორმა ტომ მიჰალევიჩმა განცხადებაში.

შემქმნელების თქმით, ეს არის მსოფლიოში პირველი კვანტური კომპიუტერი, რომელიც ეძღვნება მხოლოდ ჯანდაცვის კვლევებს.

კვანტური კომპიუტერი სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიაა, რომელიც იყენებს კვანტურ ფენომენებს რთული პრობლემების გადასაჭრელად, რომლებსაც ჩვეულებრივი კომპიუტერები ვერ უმკლავდებიან.

კლასიკური კომპიუტერისგან განსხვავებით, რომელიც ნულებისა და ერთიანების სერიებს, ანუ ბიტებს გადაამუშავებს, კვანტური კომპიუტერი ქუბიტებისგანაა შექმნილი, რისი მიხედვითაც, თითოეული ერთდროულად შეიძლება იყოს როგორც ნული, ისე ერთი. სწორედ ამ პრინციპით, კვანტურ კომპიუტერს მილიონობით გამოთვლის თანადროულად ჩატარება შეუძლია.

რაც შეეხება კლინიკის კვანტურ კომპიუტერს მისი სიმაღლე 1,5 მეტრია. მკვლევრები მას მედიცინის განვითარებისთვის, კომპლექსური დაავადებების სამკურნალო საშუალებების იდენტიფიცირებისთვისა და ახალი მოლეკულების მოსაძიებლად გამოიყენებენ.