1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
ევროპამ და აშშ-მა დროებით გააძლიერეს ზეწოლა რუსეთზე უკრაინასთან დაკავშირებით, თუმცა ტრამპმა დაარღვია ეს მიდგომა, - ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას CNN-ი.
„დაახლოებით 30 საათის განმავლობაში, უკრაინასთან დაკავშირებით ტრანსატლანტიკური ერთიანობის ილუზია შენარჩუნდა. ევროპამ და უკრაინამ მოითხოვეს შეთანხმება 30-დღიან ცეცხლის უპირობო შეწყვეტაზე, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ ორი თვის წინ შესთავაზა. ევროპელმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირადად დაუჭირა მხარი მათ გეგმას - და სანქციებით მუქარას, თუ რუსეთი ორშაბათამდე ხელმოწერაზე უარს იტყოდა“, - ნათქვამია სტატიაში.
„მაგრამ შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ისაუბრა, უარი თქვა თუნდაც მოთხოვნის ხსენებაზე და სანაცვლოდ წარმოადგინა ძველი წინადადება, როგორც ახალი: რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებები სტამბოლში. და ტრანსატლანტიკური ერთიანობა დაიმსხვრა. ტრამპი კრემლის წინადადებას წამოეგო - განაცხადა, რომ პუტინს ცეცხლის შეწყვეტა არ სურდა - და სანაცვლოდ ზეწოლა მოახდინა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე, რომ „შეხვედრა ახლავე უნდა შედგეს!“ - აღნიშნულია სტატიაში.
სტატიაში ნათქვამია, რომ მაშინ, როდესაც აშშ-ის დიდი ხნის მოკავშირეები, რომლებიც ახლად აღმოჩენილ ერთიანობას აჟღერებდნენ, ტრამპი თვალშისაცემად დუმდა.